Wednesday, October 26, 2016

გველები

გველები (ლათ. Serpentes ან Ophidia) — ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.


კობრა


ნამდვილი კობრები (ლათ. Naja), გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად მოიცავს 20 სახეობას. აქვთ სხეულის წინა მესამედის ვერტიკალურად აქევისა და კისრის გაფართოების უნარი. თავი ამ დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ზედა ყბის წინა ნაწილში უმოძრაო ღარიანი შხამიანი კბილები აქვთ. კობრას გვარიდან აღსანიშნავია სათვალიანი გველი ანუ ინდური კობრა (Naja naja ან Naja tripudians), რომლის 10-მდე ქვესახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, მაგრამ ამათგან ყველაზე ცნობილია ინდური კობრა, რომელსაც ზურგის მხარეზე გადაბრუნებული სათვალის მსგავსი გამოსახულება აქვს (აქედანაა სახელწოდება). მისი სიგრძე 160-180 სმ აღწევს. სამხრეთ თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გვხვდება „უსათვალო“ ქვესახეობა შუააზიური კობრა (Naja oxiana), ბინადრობს ბუჩქნარში, ქვაყრილებში, მღრღნელების სოროებში, მიტოვებულ შენობებში და ა. შ. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით. მრავლდება კვერცხებით. აქვს მეტად ძლიერი ნეიროტოქსიკური შხამი. ცნობილია ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. სამეფო კობრა (Naja hannah ან Naja bungarus), რომელსაც დღეისათვის ცალკე გვარად (Ophiophagus) გამოყოფენ, ტანად ყველაზე დიდი შხამიანი გველია, მისი სიგრძე 5,5 მ აღქევს. ბინადრობს სამხრეთ აზიის ჯუნგლებში. იკვებება ძირითადად სხვა გველებით. მისი შხამი ზოგჯერ ნახევარ საათში კლავს ადამიანს. ცნობილია სპილოების დაღუპვის შემთხვევებიც.


მახრჩობელა

ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor; Constrictor constrictorმახრჩობელა გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2-3 მ. (5,5, მეტრამდე). ზურგის მოხატულობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ არსებობს უამრავი ვარიანტი. მოძრაობისას, მზის სხივებზე მახრჩობელას კანი ელვარებს მეტალისებურად, ტალღისებურად და ცისარტყელასებრ ბზინავს. საცხოვრებელი არეალი ფართოა - დაწყებული მექსიკიდან, მთელიტროპიკული და ეკვატორული ამერიკის გავლით, ცენტრალური არგენტინის რაიონებამდე. ამ ტერიტორიაზე მახეჩობელას 6 (10) ქვესახეობა ბინადრობს. უმეტესობა მათგანი გარეგნულად და ბიოლოგიური მონაცემებით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ ადრე დამოუკიდებელ სახეობებად იყვნენ მიჩნეულნი.



გიურზა


No comments:

Post a Comment