Wednesday, October 26, 2016

ძაღლები

ლაბრადორი

წარმოშობის ისტორია

     მართალია, ამ  ჯიშს ლაბრადორს ეძახიან, მაგრამ მას არაფერი აკავშირებს კუნძულ ლაბრადორთან. ეს ჯიში აღმოაჩინეს კუნძულ ნიუფაუნდლენდზე.
1822 წელს პირველი წერილობითი ინფორმაცია გაჩნდა ლაბრადორზე. ინგლისელმა მოგზაურმა ნიუფაუნდლენდის ეს ჯიში აღწერა და თავადაც აღტაცებული დარჩა მათი ჭკუითა და სანადირო თვისებებით.
XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა გრაფმა მალმსბერიმ თავად ნახა ამ ჯიშის ძაღლები,რომლებიც ინგლისელ მეზღვაურებს ჰყავდათ კუნძულიდან ჩამოყვანილი. 
გრაფი გაოცებული იყო ლაბრადორის ქცევით და მეზღვაურებს სთხოვა, ჩამოეყვანათ მისთვის რამდენიმე ასეთი ძაღლი.
მოგვიანებით კუნძულ ნიუფაუნდლენდში ძაღლებზე დიდი ბეგარა შემოიღეს, რის გამოც შეწყდა ლაბრადორების გამრავლება. 
ასევე, ინგლისმა შემოიღო მკაცრი საკარანტინო ზომები.
იმის გამო, რომ ლაბრადორი კუნძულიდან აღარ შემოდიოდა, ინგლისში დაიწყეს მისი შეჯვარება სხვა ჯიშის რეტრივერებთან. საბედნიეროდ, ეს უთავბოლო შეჯვარებები მალევე შეწყდა და ამ ჯიშის ენთუზიასტების მიერ გადაწყდა ლაბრადორის ჯიშის „სისუფთავეში“ ყოფნა.
არსებობდა 2 ძაღლი - „პიტერ ფესკელი“, რომელიც ვინმე ბატერს ეკუთვნოდა, და „ფლედპერი“, რომელიც მაიორ პორტალის საკუთრებაში იყო, სწორედ ეს ძაღლები მიიჩნევიან ლაბრადორ რეტრივერების „მამამთავრებად“.
1903 წელს ინგლისში ამ ჯიშის ოფიციალური სტანდარტი დამტკიცდა .


დამახასიათებელი ნიშნები

წონა                 ხვადი 27-34 კგ                       
                         ძუ  25-32 კგ
სიმაღლე          ხვადი 57-62 სმ
                          ძუ 54,5-59,5 სმ
ასაკი                 10-12 წელი
შობადობა         2-10 ლეკვი
შეფერილობა:  შოკოლადისფერი - მუქი ან ღია.
                          ყვითელი  - ჩალისფერი, კრემისფერი.
                          მთლიანად შავი - დასაშვებია თეთრი ლაქა მკერდზე


კვება

ლაბრადორისთვის, ისევე როგორც ყველა ჯიშისთვის, აუცილებელია სწორი კვება. 
შეგიძლიათ, გყავდეთ ბუნებრივ ან კომბინირებული საკვებზე, რომელიც უნდა მიიღოს წონასთან შეფარდებული დოზით, ზუსტად განსაზღვრულ დროს.
ხაჭო ძაღლისთვის აუცილებელია. 
შეგიძლიათ, მისცეთ მოხარშული საქონლის ხორცი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვების ჰიგიენას. 
კვებასთან ერთად პერიოდულად აკონტროლეთ ძაღლის ბეწვის საფარი და ფეკალის კონცენტრაცია. გაურესების დროს შეუწყვიტეთ არასასურველი საკვები და მიმართეთ ვეტერინარს.


პუდელი

პუდელი — ძაღლის ჯიში, რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია. ნაწილი თვლის, რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით, პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია, რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერია.
პუდელი არის მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. იგი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი. 



როტვეილერი

როტვეილერი (გერმ. Rottweiler) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1820-იან წლებში.
როტვეილერი გამოიყანეს გერმანიის ქალაქ როტვეილში XIX საუკუნეში. მათ ნადირობისას იყენებდნენ. როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება არაჩვეულებრივი დამცველი იყოს. დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავი ტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოშია პოპულარული, როგორც კომპანიონი და მონადირე.
როტვეილერის გაწვრთნა ადვილია მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. როტვეილერის ბეწვი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, მრგვალი კისერი დაკუნთულია. ძლიერ ყბებს კარგი კბილები ამშვენებს. როტვეილერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგი მოდარაჯეა. სჭირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

No comments:

Post a Comment