Wednesday, October 26, 2016

გველები

გველები (ლათ. Serpentes ან Ophidia) — ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.


კობრა


ნამდვილი კობრები (ლათ. Naja), გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად მოიცავს 20 სახეობას. აქვთ სხეულის წინა მესამედის ვერტიკალურად აქევისა და კისრის გაფართოების უნარი. თავი ამ დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ზედა ყბის წინა ნაწილში უმოძრაო ღარიანი შხამიანი კბილები აქვთ. კობრას გვარიდან აღსანიშნავია სათვალიანი გველი ანუ ინდური კობრა (Naja naja ან Naja tripudians), რომლის 10-მდე ქვესახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, მაგრამ ამათგან ყველაზე ცნობილია ინდური კობრა, რომელსაც ზურგის მხარეზე გადაბრუნებული სათვალის მსგავსი გამოსახულება აქვს (აქედანაა სახელწოდება). მისი სიგრძე 160-180 სმ აღწევს. სამხრეთ თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გვხვდება „უსათვალო“ ქვესახეობა შუააზიური კობრა (Naja oxiana), ბინადრობს ბუჩქნარში, ქვაყრილებში, მღრღნელების სოროებში, მიტოვებულ შენობებში და ა. შ. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით. მრავლდება კვერცხებით. აქვს მეტად ძლიერი ნეიროტოქსიკური შხამი. ცნობილია ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. სამეფო კობრა (Naja hannah ან Naja bungarus), რომელსაც დღეისათვის ცალკე გვარად (Ophiophagus) გამოყოფენ, ტანად ყველაზე დიდი შხამიანი გველია, მისი სიგრძე 5,5 მ აღქევს. ბინადრობს სამხრეთ აზიის ჯუნგლებში. იკვებება ძირითადად სხვა გველებით. მისი შხამი ზოგჯერ ნახევარ საათში კლავს ადამიანს. ცნობილია სპილოების დაღუპვის შემთხვევებიც.


მახრჩობელა

ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor; Constrictor constrictorმახრჩობელა გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2-3 მ. (5,5, მეტრამდე). ზურგის მოხატულობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ არსებობს უამრავი ვარიანტი. მოძრაობისას, მზის სხივებზე მახრჩობელას კანი ელვარებს მეტალისებურად, ტალღისებურად და ცისარტყელასებრ ბზინავს. საცხოვრებელი არეალი ფართოა - დაწყებული მექსიკიდან, მთელიტროპიკული და ეკვატორული ამერიკის გავლით, ცენტრალური არგენტინის რაიონებამდე. ამ ტერიტორიაზე მახეჩობელას 6 (10) ქვესახეობა ბინადრობს. უმეტესობა მათგანი გარეგნულად და ბიოლოგიური მონაცემებით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ ადრე დამოუკიდებელ სახეობებად იყვნენ მიჩნეულნი.



გიურზა


ძაღლები

ლაბრადორი

წარმოშობის ისტორია

     მართალია, ამ  ჯიშს ლაბრადორს ეძახიან, მაგრამ მას არაფერი აკავშირებს კუნძულ ლაბრადორთან. ეს ჯიში აღმოაჩინეს კუნძულ ნიუფაუნდლენდზე.
1822 წელს პირველი წერილობითი ინფორმაცია გაჩნდა ლაბრადორზე. ინგლისელმა მოგზაურმა ნიუფაუნდლენდის ეს ჯიში აღწერა და თავადაც აღტაცებული დარჩა მათი ჭკუითა და სანადირო თვისებებით.
XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა გრაფმა მალმსბერიმ თავად ნახა ამ ჯიშის ძაღლები,რომლებიც ინგლისელ მეზღვაურებს ჰყავდათ კუნძულიდან ჩამოყვანილი. 
გრაფი გაოცებული იყო ლაბრადორის ქცევით და მეზღვაურებს სთხოვა, ჩამოეყვანათ მისთვის რამდენიმე ასეთი ძაღლი.
მოგვიანებით კუნძულ ნიუფაუნდლენდში ძაღლებზე დიდი ბეგარა შემოიღეს, რის გამოც შეწყდა ლაბრადორების გამრავლება. 
ასევე, ინგლისმა შემოიღო მკაცრი საკარანტინო ზომები.
იმის გამო, რომ ლაბრადორი კუნძულიდან აღარ შემოდიოდა, ინგლისში დაიწყეს მისი შეჯვარება სხვა ჯიშის რეტრივერებთან. საბედნიეროდ, ეს უთავბოლო შეჯვარებები მალევე შეწყდა და ამ ჯიშის ენთუზიასტების მიერ გადაწყდა ლაბრადორის ჯიშის „სისუფთავეში“ ყოფნა.
არსებობდა 2 ძაღლი - „პიტერ ფესკელი“, რომელიც ვინმე ბატერს ეკუთვნოდა, და „ფლედპერი“, რომელიც მაიორ პორტალის საკუთრებაში იყო, სწორედ ეს ძაღლები მიიჩნევიან ლაბრადორ რეტრივერების „მამამთავრებად“.
1903 წელს ინგლისში ამ ჯიშის ოფიციალური სტანდარტი დამტკიცდა .


დამახასიათებელი ნიშნები

წონა                 ხვადი 27-34 კგ                       
                         ძუ  25-32 კგ
სიმაღლე          ხვადი 57-62 სმ
                          ძუ 54,5-59,5 სმ
ასაკი                 10-12 წელი
შობადობა         2-10 ლეკვი
შეფერილობა:  შოკოლადისფერი - მუქი ან ღია.
                          ყვითელი  - ჩალისფერი, კრემისფერი.
                          მთლიანად შავი - დასაშვებია თეთრი ლაქა მკერდზე


კვება

ლაბრადორისთვის, ისევე როგორც ყველა ჯიშისთვის, აუცილებელია სწორი კვება. 
შეგიძლიათ, გყავდეთ ბუნებრივ ან კომბინირებული საკვებზე, რომელიც უნდა მიიღოს წონასთან შეფარდებული დოზით, ზუსტად განსაზღვრულ დროს.
ხაჭო ძაღლისთვის აუცილებელია. 
შეგიძლიათ, მისცეთ მოხარშული საქონლის ხორცი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვების ჰიგიენას. 
კვებასთან ერთად პერიოდულად აკონტროლეთ ძაღლის ბეწვის საფარი და ფეკალის კონცენტრაცია. გაურესების დროს შეუწყვიტეთ არასასურველი საკვები და მიმართეთ ვეტერინარს.


პუდელი

პუდელი — ძაღლის ჯიში, რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია. ნაწილი თვლის, რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით, პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია, რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერია.
პუდელი არის მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. იგი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი. 



როტვეილერი

როტვეილერი (გერმ. Rottweiler) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1820-იან წლებში.
როტვეილერი გამოიყანეს გერმანიის ქალაქ როტვეილში XIX საუკუნეში. მათ ნადირობისას იყენებდნენ. როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება არაჩვეულებრივი დამცველი იყოს. დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავი ტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოშია პოპულარული, როგორც კომპანიონი და მონადირე.
როტვეილერის გაწვრთნა ადვილია მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. როტვეილერის ბეწვი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, მრგვალი კისერი დაკუნთულია. ძლიერ ყბებს კარგი კბილები ამშვენებს. როტვეილერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგი მოდარაჯეა. სჭირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

კატისებრთა ოჯახი ლომი


ლომი (ლათ. Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისპანტერათა გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღწევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს (იშვიათად მეტს). ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობაღი) მრავლდება

სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად წრაფები არიან. ცობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). ლომები იკვებებიან, როგორც ხერხემლიანი ცხოველებით,ასევე თაგვებით ან გველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს. ნადირობენ შებინდებისას და ღამით. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის.
ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. დაბადებისას ხალები აქვთ. მათ აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.